GPS კონტროლი
15-10-2020

რატომ არის საჭირო ავტოპარკის მართვის სისტემის დანერგვა მცირე ბიზნესისთვის?

იმ შემთხვევაშიც კი როცა თქვენ მართვათ მცირე ზომის ავტოპარკს, არ უნდა გამოგრჩეთ მხედველობიდან ავტოპარკის მართვის სისტემებში ფულადი სახსრების ინვესტირება, რათა გააკონტროლოთ თქვენი ავტომობილები, მძღოლების მიერ შესრულებული დავალებები და ფასეული აქტივები.


მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის არასდროს არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი მოგების და კონკურენტუნარიანობის  შენარჩუნება როგორც ეს არის  დღევანდელ ბიზნეს გარემოში. ავტოპარკის მუშაობის კონტროლი ავტოპარკის  მართვის სისტემის მეშვეობით არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება, იმისათვის რომ:

შეიმუშაოთ საუკეთესო ბიზნეს გეგმა

ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელსაც ეკუთვნის ავტოპარკი, შეუძლია მიიღოს მოგება ავტოპარკის ინტელექტუალური მართვის სისტემაში ინვესტიციიდან, რომელიც უზრუნველყოფს უფრო გლობალურ კონტროლს ზოგადად ოპერაციებზე, უფრო საგულდაგულო მონიტორინგს სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობაზე, მძღოლების დავალებებზე, ტვირთის მდგომარეობაზე და ტვირთის მიწოდების ვადებზე.

 დაზოგოთ დრო, ფინანსები და მინიმუმამდე დაიყვანოთ სტრესი

ავტოპარკის მართვის სისტემის მეშვეობით თქვენ ადვილად გაიგებთ სად იმყოფებიან ავტომანქანები, აარჩევთ უახლოეს ავტომობილს და გაუგზავნით მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციას ინტეგრირებული დამატებითი  ფუნქციონალის დახმარებით, რომელიც ასევე შეარჩევს ამ კონკრეტული დავალების შესრულებისთვის საუკეთესო მარშრუტს. ეს ფუნქციონალი თქვენ ასევე დაგეხმარებათ პროდუქტიულობის გაზრდაში მძღოლებისთვის ყოველდღიური დავალებების და ოპტიმალური მარშრუტების განსაზღვრით.

შეამციროთ ხარჯები და გაახანგრძლივოთ ავტომანქანის გამოყენების ვადა

ავტოპარკის მართვის სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ საწვავის ხარჯების შემცირებაში და დროთა განმავლობაში ავტომანქანის საუკეთესო მდგომარების შენარჩუნებაში, ვინაიდან სისტემა აანალიზებს და აკონტროლებს მძღოლის ტარების სტილს. მძღოლის ტარების შეფასების სისტემა ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე  და საწვავზე.

შეინარჩუნოთ კლიენტები

ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია კლიენტების ლოიალობის შენარჩუნება. კლიენტებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა როგორიც არის ETA (მიწოდების სავარაუდო დრო) ან მათი ტვირთის გადამტანი ავტომანქანისთვის  რეალურ დროში თვალის დევნის საშუალების მიცემა შეიძლება გახდეს საუკეთესო მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი.

გააფართოვოთ ბიზნესი

ავტოპარკის მართვის სიტემის ამოქმედება გასწავლით ავტოპარკის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოთ თქვენი ავტოპარკი  და გააფართოვოთ ბიზნესი. სისტემის დანერგვის შედეგად მიღებული  ინფორმაცია მოგცემთ საშუალებას შეიტანოთ ცვლილებები სამუშაო პროცესებში რათა გაზარდოთ პროდუქტიულობა (როგორც მძღოლების, ასევე ოფისის თანამშრომლების) და კლიენტებს შესთავაზოთ საუკეთესო სერვისი, გაზარდოთ ოპერაციების მოცულობა და შედეგად გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი.

ყოველ ავტოპარკს აქვს საკუთარი მოთხოვნილებები და GPSControl -ის ფუქციები აქ არიან იმისათვის რომ  დაგეხმაროთ ამ საკითხების ოპტიმალური გზით მოგვარებაში. ჩვენი ინტელექტუალური ავტოპარკის მართვის სისტემა შემუშავებულია თქვენი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ნებისმიერი ამოცანის გადასაჭრელად და მარტივია გამოყენებაში.

იმის გასაგებად თუ როგორ შეუძლია GPSControl-ს დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის განვითარებაში, დაუკავშირდით ჩვენი გუნდის წევრს 2 555 999 -ზე ან მოგვწერეთ info@casatrade.ge