GPS კონტროლი
28-01-2020

GPSControl Connect-ის ახალი ფუნქციონალი

ახალი ფუნქცია „Check in“: ერთი შეხებით შესრულებული  საველე სამუშაოების ანგარიში.




ფუნქცია „მოინიშნე რუკაზე“ შექმნილია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც შტატში ჰყავთ გასვლითი თანამშრომლები: კურიერები, მერჩანდაიზერები, სავაჭრო წარმომადგენლები.

ოფისიდან გასული  თანამშრომელი სმარტფონის მეშვეობით შეგატყობინებთ დავალების შესრულებას, თავის ადგილმდებარეობას და დაადასტურებს შედეგს ფოტოსურათით.

როგორ შეუძლია ერთ ღილაკს დისციპლინის გაუმჯობესება, მობილური ჯგუფის პროდუქტიულობის გაზრდა და ხელმძღვანელისთვის სამუშაოების შედეგის თვალნათლად ჩვენება? პასუხი ამ შეკითხვაზე მოცემულია ჩვენს სტატიაში.

უბრალოდ დააჭირეთ „Check in“

მობილური თანამშრომლისთვის საკმარისია მხოლოდ ერთ ღილზე დაჭერა იმისთვის, რომ ხელმძღვანელმა ნათლად დაინახოს შესრულებული სამუშაოების ანგარიში.

თანამშრომელი : დავუშვათ, მერჩანდაიზერი გეგმის მიხედვით უნდა ეწვიოს 10 მაღაზიას დღეში. ის მიდის მაღაზიაში, ალაგებს საქონელს, შედის აპლიკაციაში GPSControl Connect და აჭერს ღილაკს  Check in”.



თანამშრომელს ასევე აქვს შესაძლებლობა გადაუღოს სურათი დახლს  და მიაწეროს კომენტარი, მაგალითად , “ ხვალისთვის დაგვრჩა ნაყინის განთავსება“. კიდევ ერთი დაჭერა  ღილაკზე “Check in” და ინფორმაცია უკვე ოფისშია.

ფოტოსურათის გადაღება და კომენტარის დაწერა არის შესაძლებელია სურვილისამებრ. თუ ეს არ არის საჭირო, საკმარისია მხოლოდ ადგილმდებარეობის გაგზავნა, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ დავალება შესრულებულია.

ხელმძღვანელი: შემმოწმებელი იღებს თვალსაჩინო ანგარიშს, რომელიც  ასახავს თითოეული თანამშრომლის სამუშაო დღის სურათს: გარკვეულ პერიოდში მონახულებული ადგილების ჩამონათვალს, ანგარიშის თარიღს და დროს, კომენტარს და ფოტოსურათს.




ეფექტიანი პერსონალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

გამოიყენეთ ფუნქცია “Check in” თქვენი მობილური თანამშრომლების პროდუქტიული მუშაობის ასაწყობად.

დაამყარეთ დისციპლინა. გამორიცხეთ ყალბი ანგარიშები. ნუ ენდობით სიტყვებს და ქაღალდებს. მიიღეთ ზუსტი მონაცემები თანამშრომლის ადგილმდებარეობის შესახებ და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფოტოსურათი. იყავით დარწმუნებული, რომ თქვენი თანამშრომლები  თავის დროზე სტუმრობენ ყველა ობიექტს და ხარისხიანად ასრულებენ თავის სამუშაოს.

აამაღლეთ პროდუქტიულობა. არანაირი ქაღალდის რეპორტები. შესრულებული სამუშაოების ანგარიში შესაძლებელია ელექტრონულად. ეს მოსახერხებელია და მოითხოვს მხოლოდ რამოდენიმე წუთს. თანამშრომლებს უნთავისუფლდებათ დრო დამატებითი დავალებების შესასრულებლად.

გამოყენების მაქსიმალური სიმარტივე. თქვენს თანამშრომლებს არ დასჭირდებათ დამატებითი ტრენინგები, ისინი შეძლებენ დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა.

თვალსაჩინო ელექტრონული ანგარიშები. ხელმძღვანელი სისტემატიურად შეძლებს  გადახედოს ცხრილს , რომელშიც მოთავსებული იქნება ამომწურავი ინფორმაცია ყოველი თანამშრომლის   შესახებ. თქვენ გეცოდინებათ, რომელი დავალებები არ შესრულდა, რომელი დავალებები შესრულდა თავის დროზე, რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები. თვალსაჩინო ანგარიშები მოგცემენ საშუალებას ობიექტურად შეაფასოთ  როგორც თვითოეული  თანამშრომლის, ასევე მთლიანობაში  განყოფილების პროდუქტიულობა.სურვილისამებრ შესაძლებელია ანგარიშების რეგულარულად ელექტრონულ ფოსტაზე მიღება და მათი ექსპორტი PDF , XLS ფორმატებში.

 

მეტი ინფორმაციის მისაღებად  დაგვიკავშირდით  ელექტრონული ფოსტაზე info@casatrade.ge ან ტელეფონით 032 2 555 999.